ვებ-გვერდი იყენებს cookie ფაილებს. თუ თქვენ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას

Via Travel

Lufthansa City Center

ტელეფონი: +995 32 / 2912080
ფაქსი:
+995 32 / 2942244
E-mail:
viatravel@viatravel.ge

24 I. Abashidze Str.,
179 Tbilisi
საქართველო

კუნძული მაურიტიუსი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მადაგასკართან ახლოს.

დედაქალაქი – პორტ – ლუისი
სახელმწიფო ენა – ინგლისური, თუმცა მოსახლეობა ძირითადად ფრანგულად საუბრობს
რელიგია – 49% ინდუიზმი, ქრისტიანობა 33%, ისლამი 14%, ბუდიზმი 4%
ფულის ერთეული – მაურიტიული რუპია

კლიმატი – ზღვის სუბტროპიკული. საზღვაო სეზონი ოქტომბრიდან მაისამდე პერიოდშია, დანარჩენ დროს შედარებით გრილა და მეტნაკლებად ქარიანი ამინდებია. 

კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, რის გამოც ზღვა მუდმივად წყნარი და დაცულია დიდი ტალღებისა და ცუნამებისგან.

ჩრდილოეთ სანაპირო
მაურიტიუსის ყველაზე პოპულარული სანაპირო. ეს მხარე ნაკლებად ქარიანია და მთელი წლის განმავლობაში ანათებს მზე. კუების ყურე (Turtle Bay) - ახალი თანამედროვე კურორტია პატარ-პატარა პლაჟებით. Grand Baie შედარებით აქტიური ნაწილია, კაფეებით და მაღაზიებით.

დასავლეთ სანაპირო
ყველაზე მწვანე ტერიტორიები, სადაც ფეშენებელური სასტუმროებია გაშენებული. ლე მორნი კუნძულის უკიდურეს დასავლეთში და ამასთანავე დედაქალაქიდან 48 კმ–ში მდებარეობს. აქაური პლიაჟები სისუფთავით და ეგზოტიკური ბუნებით გამოირჩევა. ფლიკ–ენ–ფლაკის რაიონი წყალქვეშა გამოქვაბულებით და ჩაძირული გემებით არაჩვეულებრივ სანახაობებს სთავაზობს დაივინგის მოყვარულებს.

სამხრეთ სანაპირო
მთის მასივის Mont Brabant-ის გარშემო მდებარე რელიეფური პლაჟები. აქაური წყალქვეშა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ სანაპიროს აღმოსავლეთი ქარიანია და ოკეანის ძალაც აქ ყველაზე მეტად შეიგრძნობა. ჩრდილოეთისგან განსხვავებით ტურისტები სამხრეთ სანაპიროზე ნაკლებად არიან, თუმცა ეს ადგილი ულამაზესი პეიზაჟების მოყვარულთ განსაკუთრებით იზიდავს.

აღმოსავლეთ სანაპირო
აღმოსავლეთის მხარე მავრიკიის ერთერთ საუკეთესო სანაპიროდ ითვლება პლიაჟების მრავალფეროვნების, სილამაზის, მსუბუქი ნიავისა და შედარებით ნაკლები ტურისტების წყალობით.