ვებ-გვერდი იყენებს cookie ფაილებს. თუ თქვენ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას

Via Travel

Lufthansa City Center

ტელეფონი: +995 32 / 2912080
ფაქსი:
+995 32 / 2942244
E-mail:
viatravel@viatravel.ge

24 I. Abashidze Str.,
179 Tbilisi
საქართველო

უნიკალური კულტურა, საინტერესო ისტორია, ტრადიციები და ცოტა მაგია!
ამბობენ, კუბაზე ერთხელ თუ მოხვდი, შემდეგ სულ იქ დაბრუნებაზე ოცნებობ. ამ კუნძულს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ალბათ ამიტომაც უწოდეს „თავისუფლების კუნძული“. ტურისტებს კუბა არაჩვეულებრივი ბუნებითა, ულამაზესი ტროპიკული სანაპიროებითა და ათასგვარი ისტორიული ღირშესანიშნაობით იზიდავს. ვისაც ავთენტური ქალაქები და კოლორიტული სოფლები აინტერესებს, კუნძულის ცენტრისკენ მიემართება.


დედაქალაქი - ჰავანა. ქალაქი, რომელიც საკუთარ თავში რამდენიმე ეპოქას ასახავს - აქ შეგიძლიათ კოლონიური პერიოდის არქიტექტურითაც დატკბეთ, 50-იანი წლების კადილაკებითაც გაისეირნოთ და გზად თანამედროვე ცათამბჯენებსაც ჩაუაროთ. ქუჩები და სანაპიროები სავსეა რესტორნებით, სადაც მუდამ მხიარული კუბელები უგემრიელესი კერძებითა და კოქტეილებით გაგიმასპინძლდებიან. სწორედ ჰავანაშია ის სახელგანთქმული ბარი El Floridita, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ერნესტ ჰემინგუეი. ამბობენ, ერთხელ სახელგანთქმულმა მწერალმა ზედიზედ 12 ორმაგი დაიკირი დალია. მას შემდეგ ბევრმა სცადა ბედი, მაგრამ ჰემინგუეის რეკორდი ჯერჯერობით ვერავინ მოხსნა.


კუნძულის ყველაზე პოპულარული კურორტი ვარადერო განსაკუთრებით მოხიბლავს მათ, ვისაც პარაშუტით ხტომა, წყალქვეშა ნავით გასეირნება ანდა დაივინგი ხიბლავს. ცნობისათვის - თუ ვარადეროს მიდამოებში დაივინგს გადაწყვეტთ, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან შეიძლება ზღვაში ჩაძირულ სამხედრო ხომალდს ან თვითმფრინავსაც კი წააწყდეთ.


კუბური სიგარებისა და ნამდვილი რომის არომატით გაჟღენთილი ჰაერი, ლაჟვარდოვანი ნაპირები და ეროვნული ნაკრძალები, ვნებიანი ცეკვა და ძველებური მანქანები - გამორიცხულია, ეს ყველაფერი ერთი ნახვით არ შეგიყვარდეს.