ვებ-გვერდი იყენებს cookie ფაილებს. თუ თქვენ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას

Via Travel

Lufthansa City Center

ტელეფონი: +995 32 / 2912080
ფაქსი:
+995 32 / 2942244
E-mail:
viatravel@viatravel.ge

24 I. Abashidze Str.,
179 Tbilisi
საქართველო

მდებარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ინდონეზიის ნახევარკუნძულზე. შედგება 13600 კუნძულისგან, რომელთაგანაც უმეტესობა დაუსახლებელია.
ყველაზე დიდი კუნძულებია: იავა, სუმატრა, კალიმანტანი (კუნძულ ბორნეოს ინდონეზიური ნაწილი), სულავესი, ახალი გვინეა. თითოეული კუნძული ცალკეული ქვეყანაა თავისი განუმეორებელი ცხოვრების სტილით, უნიკალური კულტურით და უძველესი ტრადიციებით.

დედაქალაქი – ჯაკარტა
ოფიციალური ენა - ინდონეზიური
დრო – GMT +7 +9
ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის საჭირო
ფულის ერთეული – ინდონეზიური რუპია

კლიმატი - ნესტიანი ტროპიკული. წლიური საშუალო ტემპერატურა +28 +32 გრადუსია.

კუნძული ბალი

მსოფლიოს ერთერთი ულამაზესი ადგილია.
წარმოადგენს ინდონეზიის არქიპელაგის ერთერთ ყველაზე პატარა კუნძულს. ადმინისტრაციული ცენტრი არის დენპასარი.
ბალი ვულკანური წარმოშობისაა და მისი უმაღლესი წერტილია მოქმედი ვულკანი გურუნგ აგუნგი (3142 მეტრი).
კუნძულის ტერიტორია გამოირჩევა ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნებით – სამხრეთით უკიდეგანო თეთრი, ჩრდილოეთით კი უნიკალური შავი ქვიშის პლაჟებით, მაღალი კლდეებით, ვულკანებით და მის კრატერებში არსებული კამკამა ტბებით, ხშირი ტროპიკული ტყეებით და მდინარეებით.
ბალის რელიგია არის ჰინდუ – უნიკალური მსოფლმხედველობა, რომელიც ბუდიზმის, ინდუიზმისა და ადგილობრივი უძველესი კულტურების ნაზავია. მოსახლეობის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს ტაძრები და რელიგიური რიტუალები შეადგენს.

Explore Bali

Beaches & Jungles

PP 650 Euro

Holidays on Bali

Maya Ubud Resort and Spa

PP 450 Euro