ვებ-გვერდი იყენებს cookie ფაილებს. თუ თქვენ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას

Via Travel

Lufthansa City Center

ტელეფონი: +995 32 / 2912080
ფაქსი:
+995 32 / 2942244
E-mail:
viatravel@viatravel.ge

24 I. Abashidze Str.,
179 Tbilisi
საქართველო

ევროპის შუაგულში მდებარე მდიდარი ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა. ავსტრია მთელ მსოფლიოში ცნობილია საუკეთესო სამთო–სათხილამურო კურორტებით, არაჩვეულებრივი ტბებით და ულამაზესი ქალაქებით.

კიცბუელი (Kitzbühel)

ავსტრიის, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის ერთერთი ყველაზე ცნობილი კურორტი.
კიცბუელი ძველი ქალაქია თავისი უნიკალური ისტორიით და ტრადიციებით. მყუდრო კაფეები და ბარები სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით მთელი დღის სრიალის შემდეგ. კურორტი საკმაოდ აქტიურია თავისი ფესტივალებით, სხვადასხვა შეჯიბრებებით და დღესასწაულებით. სამკურნალო ტალახის ტბა Shwarzsee კურორტთან ახლოს მდებარეობს.
დაშორება: მიუნხენიდან 120 კმ-ში, ინსბრუკიდან 100 კმ-ში, ზალცბურგიდან 80 კმ-ში.
კურორტის სიმაღლე - 800-2000 მეტრი
ყველაზე მაღალი წერტილი - 2000 მეტრი
ყველაზე გრძელი ტრასა - 7 კმ
მარკირებული სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე - 170 კმ
დამწყებთათვის - 72 კმ
საშუალო დონის - 74 კმ
გამოცდილთათვის - 24 კმ
ღამის სრიალი - გაისბერგში

ზოლდენი (Solden)

ოტცტალის რეგიონი ვენის შემდეგ მეორე ადგილზეა ტურისტების რაოდენობის მიხედვით.

ზოლდენი – ამ რეგიონის ყველაზე დიდი და ცნობილი საკურორტო ქალაქია. მდებარეობს ინსბრუკიდან 85 კმ, ხოლო ზალცბურგიდან 268 კმ-ში.
აქაური ტრასები არის როგორც საშუალო სირთულის, ასევე მხოლოდ მაღალი დონის სპორტსმენებისთვის განკუთვნილი. ამ კურორტზეა ევროპის ერთერთი ყველაზე ცნობილი მაღალი პანორამული ტრასა (2800 მ).

ოტცალის ხეობაში სრიალი ნოემბრიდან აპრილამდეა შესაძლებელი. მაშინაც კი თუ ამ პერიოდის მანძილზე ტემპერატურა პლუსს მიაღწევს, 90 კმ-იანი სათხილამურო ტრასა, ხელოვნური თოვლის წყალობით, ასი პროცენტით გარანტირებული გექნებათ.

კურორტის სიმაღლე: 1377 მეტრი
უმაღლესი წერტილი: 3249 მეტრი
ვერტიკალური ვარდნა: 1872 მეტრი
ტრასების საერთო სიგრძე: 150 კმ
დამწყებთათვის: 68 კმ
საშუალო დონის: 50 კმ
გამოცდილთათვის: 28 კმ
სეზონი: ნოემბერი – აპრილი/ მაისი
ღამის სრიალი: ყოველ ოთხშაბათს
საბაგიროების რაოდენობა – 34

სნოუბორდისტებისთვის არის სპეციალურად აღჭურვილი პარკი. კურორტზე ბევრი გასართობი ადგილია: რესტორნები, ბარები, ფიტნეს ცენტრები, ცნობილი თერმული კომპლექსი Aqua Dome, სადაც  ღია თუ დახურული აუზები, საუნები და მოსასვენებელი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

მაიერჰოფენი (Mayrhofen)


მდებარეობს ტიროლში, ცილერტალის ველზე, ინსბრუკიდან 60 კმ-ში, ზალცბურგიდან 177 კმ-ში, მიუნხენიდან 157 კმ-ში.

კურორტის სიმაღლე - ზღვის დონიდან 630 მეტრზე
ყველაზე მაღალი წერტილი - 2500 მეტრი
მაქს. ვერტიკალური ვარდნა - 1370 მეტრი
ყველაზე გრძელი ტრასა - 5.5 კმ
სეზონი: ნოემბერი – მარტი
სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე - 157 კმ
აქედან დამწყებთათვის - 45 კმ
საშუალო დონის - 90 კმ
გამოცდილთათვის - 22 კმ

სამჯერ გადაჯდომით შეიძლება მოხვედრა 3250 მეტრზე, სადაც იწყება ცნობილი მყინვარი ჰინტერტუკსი. აქ არის 12 კმ სიგრძის ცნობილი ტრასა, რომელიც პირდაპირ სოფელში მთავრდება. სიმაღლეთა შორის სხვაობაა 1750მ.

საბაგიროების რაოდენობა - 48